Ⴇანამედროვე Ⴂერმანია. Ⴊექსიკონი. Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე
კონცხი კუნძულ Ⴐჲუგენის ჩრდილოეთში.
Arme Ritter («ღარიბი რაინდი») – რძეში ამოვლებული, შემწვარი, შაქრის ფხვნილით და დარიჩინით მოყრილი თეთრი პურის ნაჭრეები.
Armenhaus Sachsens (Ⴑაქსონიის ღარიბების თავშესაფარი) – ქ. Ⴞემნიცის ხატოვანი სახელწოდება, რომელშიც აისახა მე—19 ს. საფეიქრო ფაბრიკების მუშების გაჭირვებული მდგომარეობა.
Arminia Bielefeld DSC («Ⴀრმინია Ⴁილეფელდი ႣႱႩ») – Ⴁუნდესლიგის უმაღლესი დივიზიონის საფეხბურთო კლუბი.
Arminius-Denkmal (Ⴀრმინიუსის ძეგლი) – აგებულია 1838—1875 წწ. ქ. Ⴃეტმოლდის მახლობლად (Ⴙრდილოეთ Ⴐაჲნი—Ⴅესტფალიის მხარე).
Arnsberg (Ⴀრნსბერგი) – ქალაქი Ⴙრდილოეთ Ⴐაჲნი—Ⴅესტფალიის მხარეში; 22 ათასი მაცხოვრებელი; კლიმატური კურორტი.
Art-cologne («Ⴀრტ-კოლონი») – სახვითი ხელოვნების საერთაშორისო გამოფენა Ⴙრდილოეთ Ⴐაჲნ—Ⴅესტფალიის ქალაქ Ⴉჲოლნში.
Artillerietruppe (არტილერიის ნაწილები) – Ⴁუნდესვერის Ⴑახმელეთო Ⴟარების ნაწილები.
ASB — იხ. Arbeiter-Samariter Bund.
Asamkirche (Ⴀზამკირხე) – ეკლესია Ⴋჲუნხენში, აშენებული მე—18 ს. პირველ ნახევარში როკოკოს სტილში; ბაროკოს ოსტატების ძმები Ⴀზამების საჩუქარი ქალაქს; ცნობილია თავისი ფრესკებით.
Aschermittwoch (ფერფლოვანი ოთხშაბათი) – Ⴃიდ მარხვის პირველი კვირის ოთხშაბათი, 40-დღიანი მარხვის დასაწყისი, რომელიც გრძელდება Ⴀღდგომამდე.
Aschkuchen – იხ. Napfкuchen.
AStA – იხ. Allgemeiner Studentenаusschuss.
Atlas Delmehorst («Ⴀტლას Ⴃელმეხორსტი») – საფეხბურთო კლუბი.
Audi («Ⴀუდი») – კონცერნ «Ⴀუტოუნიონ ႠႢს» მსუბუქი მანქანა.
Audi-Werke AG («Ⴀუდი—ვერკე ႠႢ») – საავტომობილო ფირმა, დაარსებული Ⴀ. Ⴞორხის მიერ ქ. Ⴚვიკაუში 1910 წ. მას შემდეგ, რაც მისმა ძველმა ფირმამ «Ⴀუგუსტ Ⴞორხ უნდ Ⴉº მოტორენვერკემ» განიცადა კომერციული წარუმატებლობა; ახალი სახელწოდება Audi ლათინურად ნიშნავს იმასვე, რაც გერმანული Horch, ე. ი. «ისმინე»; 1932 წ. შევიდა კონცერნ «Ⴀუტოუნიონ ႠႢს» შემადგენლობაში.
Auerbachs Keller («Ⴀუერბახსკელერი») – ძველისძველი ღვინის სარდაფი Ⴊაჲფციგში, რომელსაც